რაჭაში, შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყე მასობრივად იჩეხება. ამის შესახებ “ედიტორს” ვიდეომასალა მონიტორინგის ცენტრი “მედიატორის” წარმომადგენელმა გიორგი ფორჩხიძემ და გირშელ ბერძულმა მიაწოდეს. ფირზე კარგად ჩანს მოჭრილი ხის მასივი.
ვიდეოს შემდეგ ”მედიატორმა” მიმართა ეროვნულ სატყეო სააგენტოს,რათა დაედგინა ვისი განკარგულებით და რა მიზნით იჭრებოდა ხის მასივი. სააგენტოს მიერ მოწერილი წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ ასოციაცია “ატუს ”-ს ხის გაჩეხვაზე თანხმობა, საქართველოს მთავრობის განკარგულების #1529, 2013 წლის 31 ოქტომბერი, მიენიჭა, რომელსაც ხელს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს.
ასევე ირკვევა, რომ ასოციაცია “ატუ” ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებთან შპს ,,ბურჯთან” და შპს ,,ელიტა ბურჯთან” ფინანსურადაა დაკავშირებული.


