მედიატორი გივი კუბლაშვილი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსობის კანდიდატ გივი კუბლაშვილს მიმართავს

მედიატორი გივი კუბლაშვილი
სარჩევი

მედიატორი გივი კუბლაშვილი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსობის კანდიდატ გივი კუბლაშვილს მიმართავს, ედიტორი უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, სადაც მედიატორი გივი კუბლაშვილი მოუწოდებს კეთილმოწყობის უფროსობის კანდიდატ გივი კუბლაშვილს, რომ ნუ დაეთანხმება აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას.

,,მინდა განვაცხადო, რომ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად მე არ ვინიშნები.ეს პიროვნება, გივი კუბლაშვილი არის 29 წლის და ბიძინა ივანიშვილის “ელიტა ბურჯი”-ს ლოჯისტიკის სამსახურის თანამშრომლია, რომელსაც აბსოლიტურად არ აქვს, საგზაო და ინფრასტრუქტურული სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება.

მხოლოდ იმიტომ რომ არის ჩემი სეხნია და მოგვარე, მინდა გავაფრთხილო ეს ადამიანი და ვთხოვო ნუ დათანხმდება აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას, რადგან მისი სახელი და გვარი ვერ იქნება ჩემთვის შემაფერხებელი, რომ ვაწარმოო კონტროლი მის სამსახურზე. პირიქით აუცილებლად ორმაგად გავაკონტროლებ, რომ რაიმე ფორმით არ მოხდეს მისი გამოუცდელობის გამოყენება და ბიძინას ზეგავლენით კრიმინალში უნებლიედ ჩათრევა.

კიდევ ერთხელ ვთხოვ ნუ დათანხმდება, რადგან მას მოუწევს კითხვის დაუსმელად, ბიძინას ყველა მოთხოვნაზე დათანხმება, რაც ავტომატურად გამოიწვევს არა მარტო ჩემი, როგორც “მონიტორინგის ცენტრი – მედიატორი”-ს დამფუძნებლის გააქტიურებას, არამედ მთელი საზოგადოების კონტროლის და აგრესიის ქვეშ მოქცევას, რაც ახალგაზრდა კაცისთვის საკმაოდ დამთრგუნველია, მითუმეტეს, რომ ამის გამოცდილება და მაგალითი, კალაძის ცოლის ძმის სახით ჰყავს თბილისის მერიას”- აცხადებს მედიატორი გივი კუბლაშვილი.