,,მეგობრებო, ჩემო სისხლო და ხორცო!
სულ რამდენიმე საათში დაგტოვებთ და უკრაინის – კეთილდღეობისთვის საქმიანობას შევუდგები ისევ იმ სულისკვეთებით და სხვა არც არასოდეს მქონია.
მიკვირს წლების გამოცდილებამ ვერ მიმაჩვია – კვლავ მიჭირს აქაურობის მიტოვება…
მთელი სულით და გულით ვეცდები თქვენი საკეთებელი ვაკეთო იქ, ის რასაც თქვენ გააკეთებდით ჩემს ადგილზე.
მალე დაგიბრუნდებით და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის!”–წერს ,,დემოკრატიული განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე სოციალურ ქსელ facebook-ში საკუთარ გვერდზე.
,,ედიტორი” დაუკავშირდა მუხრან ბურჭულაძეს, რომელმაც განაცხადა ,,მე არ ვაპირებ მოქალაქეობაზე უარის თქმას. შევინარჩუნებ კონსულტანტის პიზიციას და ვემსახურები ჩემს ხალხს ჩემს ქვეყანაში. უფრო დიდი გეგმები მაქვს, რომელიც ჩემს ქვეყანას უკავშირდება და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან. უკრაინაში კი იუსტიციის სფეროში – სარეგისტრაციო სისტემების რეფორმირების სფეროში გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას”


