ქარვასლაში ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამდღიანი წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა დასრულდა

ქარვასლაში გამოფენა გაყიდვა დასრულდა
სარჩევი

2015 წლის 18, 19 და 20 დეკემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლამ განახორციელა ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიანი გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”.. ორგანიზატორები მონაწილე კომპანიებთან ერთად არა მხოლოდ გასაყიდად წარმოადგენდნენ ქართულ ხარისხიან პროდუქტებს, არამედ მოეწყო დეგუსტაციები და შედგა კარგი ქართული წინასაახალწლო დღესასწაული. ეს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას მიერ ორგანიზებული რიგით მეორე გამოფენა-გაყიდვა იყო. პირველი 26-27 სექტემბერს შედგა. მონაწილე ქართული კომპანიები: AG მიკროელექტრონიკა, თექამიქსი, ნიკორა, ღვინის მარანი მანაველი, ქართული ჩიფსი Frixx, ბებოს ნობათი, ქართული წინდა, ჩირკოლადი, კომპანია BPC, ასკილის წვენი, ბადაგი, კოკლოზინას ბაქლავა, ქართული ყავა ჩერი, ნახევარფაბრიკატების საწარმო ჩვენებური, ბებოს ლავაში, Delicato (ქეითერინგი), საირმე, მედა ბრაითი, ქართული სიგარილა “RAMONA”, წყალტუბოს სიროფი, კარაქი „ნაგემი“, სს საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი ხილიანი.