უნიკალური ნარგავები ციხისძირიდან ივანიშვილის პარკში გადააქვთ

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია
სარჩევი

rustavi2-ზე გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი პრემიერი ოჯახთან ერთად ციხისძირში დღესაც ნახეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ივანიშვილის შერჩეული ხეების ბობოყვათში გადასატანად სპეციალურად გაჰყავთ გზა, რომელიც ციხისძირის მცხოვრები რამდენიმე ოჯახის ნაკვეთზეც გაივლის.

ასწლოვანი ხეების გადამტანი კომპანია ვერ აკონკრეტებს ვინ იხდის ფულს და ვინ არის დამკვეთი. ოპოზიციის მტკიცებით კი ასწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეწირება.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესის მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა დანამდვილებით იმას ვერავინ ამბობს, გაიხარებს თუ არა უნიკალური ჯიშის ხეები გადატანის შემდეგ.